1.მთავარი იდეა:-"მაშ შენ ამბობ, რომ არ ჰყოლია მტრები რუსთაველს"
2.პროექტის მოკლე აღწერა:_მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას შოთა რუსთაველის ბიიგრაფიულ ცნობებსა და შეისწავლიან უკვდავ პოემას "ვეფხისტყაოსანი"
პროექტის მნიშვნელობა\აქტუალობა:-
3მიზნები და შედეგები:-ამ პროექტის ბლოგის საშუალებით მოსწავლეები გაიხსენებენ და შეისწავლიან მრავალჭირვარამგადანახადი საქართველოს ისტორიაში "ოქროს ხანის" შედევრს "ვეფხისტყაოსანს".
4.მონაწილეთა ასაკი:-მეცხრე კლასი.
5.შეფასების საგანი და პროცედურები:-ინფორმაციის მოძიება ისტ-ის გამოყენებით, ჯგუფის თანამშრომლობა.
6.რა ცოდნას უნდა ფლობდეს მოსწავლე წინასწარ:-
7.სასწავლო პროექტის მსვლელობა:-
1.
ჯგუფს დაევალათ შოთა რუსთაველის ბიოგრაფიის მოპოვება და (მკვლევართა) რუსთველოლოგთა ვერსიის მოპოვება-შეჯერება.
2.ჯგუფს დაევალათ მოეპოვებინათ ლეგენდა-თქმულებები რუსთველის სიყვარულის მუზაზე და მგოსნის საქართველოდან გადახვეწის მიზეზებზე.
3.ჯგუფს დაევალათ მოეპოვებინათ ცნობები "რუსთველის"დროინდელ საქართველოს შესახებ: განესაზღვრათ საქართველოს იმ დროინდელი სტატუსი, პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური მდგომარეობა.
4. ჯგუფის წევრებს დაევალათ მოეპოვებინათ ინფორმაცია იერუსალიმში "ჯვრის მონასტრის" კედელზე დახატული შოთას ფრესკისა, რომელიც არაერთხელ გამხდარა ვანდალიზმის მსხვერპლი.
5.ჯგუფის წევრებს დაევალათგანესაზღვრათ "წმინდა მიწის" გეოგრაფიული მდებარეობა და მოეპოვებინათ ინფორმაცია ზემით აღნიშნულ მიწაზე მდებარე ჯვრის მონასტრის შესახებ.
6.ჯგუფის წევრებს დაევალათ მოეპოვებინათ ცნობები პირვრლი ბეჟდური "ვეფხისტყაოსნის" შესახებ,რამდენ ენაზე ნათარგმნი და აქედან გამომდინარე ემსჯელათ "ვეფხისტყაოსნის" ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე.
7. ჯგუფის წევრებს დაევალათ ინტერნეტის სათუალებით მოეპოვებინათ და შეეკრიბათ მასალათა ის ნუსხა, რომლის შექმნა ნაკარნახევი იყო "ვეფხისტყაოსნის" შთაგონებით.
1.ჯგუფს დაევალათ და განემარტათ "ვრფხისტყაოსანში" მაღალ და დაბალ შაირზე; მხატვრულ ხერხებზე.
2. ჯგუფს დაევალათ ესაუბრათ "ვეფხისტყაოსნის" პერსონსჟებჟე: დაახასიათონ თითოეული მათგანი (ტექსტთან მიახლოებით) და ემსჯელათ " ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობაზე.
3. ჯგუფს დაევალათ ემსჯელათ თემაზე:"შოთასეული მიჯნურობა და სიყვარული დღეს".
4.ჯგეფს დაევალათ ემსჯელათ თემაზე: "ვეფხისტყაოსანში" უზენაესობამდე აყვანილი მეგობრობისა და რაინდობის შესახებ."
5. ჯგუფს დაევალა ემსჯელათ თემაზე: "ლეკვი ლომისა სწორია.
"
დასასრულისთვის დანაწევრდება პოემა, გადანაწილდება მოსწავლეთა რაოდენობაზე, თითოეული მათგანი ზეპირად დაისწავლის პოემის ფხისტყაოსნისგარკვეულ მონაკვეთს , რომლის შემდეგაც მოეწყობა "ვეფხისტყაოსნის კვირეული," რომელიც გულისხმობს ექსკურსიას ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში და პოემას სრულად წაიკითხავენ (ზეპირად) იმ პოეტური სიტყვის ჯადოქრის პორტრეტთან , რომელმაც მარადიული ღირებულებების ნაწარმოები დაგვიტოვა.
Friday, May 21, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)